Kato Jyotish ✦

პირადი ცხოვრება

სიყვარული შენს ვედურ რუკაში

რას ამბობს შენი რუკა სიყვარულზე, ქორწინებაზე და ოჯახზე: როგორ ადამიანს ეძებ, როგორი გჭირდება, როდის აქტიურდება სიყვარული და რამდენად ეწყობით შენ და შენი ადამიანი ერთმანეთს.

სერვისები

შენზე თუ თქვენ ორზე?

შენზე და შენს სიყვარულზე

პირადი ცხოვრების რუკა

შენი ვედური რუკა სიყვარულის, ქორწინების და ოჯახის თვალით: რამდენად ძლიერია შენი რუკის ეს მხარე, როგორ ადამიანს ეძებ და როგორი გჭირდება სინამდვილეში, როგორი პარტნიორი ხარ შენ და როდის აქტიურდება სიყვარული 30 წლის განმავლობაში.

რას მიიღებ

  • სიყვარულის და ქორწინების სიძლიერე: პარტნიორობის სახლი, ვენერა, ქორწინების რუკა (ნავამშა)
  • შენი ადამიანის პორტრეტი: ხასიათი, გარეგნობა, სად შეიძლება შეხვდე
  • როგორი პარტნიორი ხარ შენ, როლები ურთიერთობაში, ტემპერამენტი და სიყვარულის ენა
  • კარმა და სიღრმე: რას ეძებ და რა გჭირდება, ინტიმი, ფული და ოჯახი
  • შვილები: პოტენციალი, ხელსაყრელი პერიოდები და როგორი მშობელი იქნები
  • მთვარის ნაქშატრა და მისი სიყვარულის ენა
  • 30 წელი თვეების მიხედვით: როდის აქტიურდება სიყვარული და ქორწინება
  • გაცნობისთვის კარგი დღეები და ადგილები, სადაც სიყვარული ძლიერდება

245 ₾

+ 3 კითხვა სიყვარულზე, ურთიერთობაზე ან ოჯახზე: 120 ₾

მზადდება 1 კვირაში გადახდის მიღებიდან

შეკვეთა

თქვენ ორზე

წყვილის თავსებადობა

ორი რუკა ერთად: რამდენად ეწყობით ერთმანეთს, როგორ გრძნობს თავს თითოეული ერთმანეთის გვერდით, სად არის თქვენი ძალა და სად სჭირდება ურთიერთობას მეტი ყურადღება, როდის მოდის საერთო კარგი და რთული პერიოდები. ორივე პარტნიორი თავის სრულ პირად რუკასაც იღებს.

ორივე პარტნიორი შეიძლება იყოს ერთი სქესის: ყველა წყვილს სიამოვნებით ვუკეთებ რუკას.

რას მიიღებ

  • ორივეს სრული პირადი ცხოვრების რუკა
  • საერთო თავსებადობა და რამდენად მარტივი იქნება ურთიერთობა
  • აშტაკუტა (36 ქულა), ნაქშატრები, მანგლიკი, ქორწინების რუკების (ნავამშა) შედარება
  • რუკების კავშირები: ჰარმონიული, დაძაბული და კარმული
  • როგორ გრძნობს თავს თითოეული ერთმანეთთან, ინტიმი, სიყვარულის ენა და საუბარი
  • ხასიათი, როლები, ფული, ბედი ერთმანეთისთვის, ოჯახები და შვილები ერთად
  • საერთო 30 წელი: კარგი და რთული პერიოდები მიზეზებით და რჩევებით
  • ხელის მოწერის კარგი დღეები და საათები (თუ ჯერ არ გაქვთ მოწერილი)
  • თქვენი შეთანხმებები: კონკრეტული რჩევები ურთიერთობისთვის

590 ₾

+ 3 კითხვა თქვენს ურთიერთობაზე: 120 ₾

  • 2 სრული პირადი ცხოვრების რუკა2 × 245 ₾
  • საერთო რუკა: თქვენი თავსებადობა+ წყვილი

ორი პირადი რუკა ცალ-ცალკე: 490 ₾. ორივე რუკა + სინასტრია: 590 ₾.

მზადდება 2 კვირაში გადახდის მიღებიდან

შეკვეთა

ორივე სერვისზე

დაბადების დროის დაზუსტება

სახლები, ქორწინების რუკა (ნავამშა) და პერიოდების ზუსტი თარიღები დაბადების დროზეა დამოკიდებული. თუ დრო ზუსტად არ იცი, შეკვეთისას მონიშნე დაზუსტება: დროს ცხოვრების მოვლენებით ვადგენ. წყვილის რუკაზე დაზუსტება თითოეულ პარტნიორს ცალკე შეიძლება დაემატოს, თუ ორივეს დრო დასაზუსტებელია.

110 ₾ ერთ ადამიანზე · თუ დრო უკვე დაზუსტებულია ჩემთან, აღარ გჭირდება

მოგვიანებით

პირადი რუკიდან წყვილის რუკაზე

თუ ჯერ პირადი ცხოვრების რუკას შეუკვეთავ და მერე წყვილის თავსებადობაც მოგინდება, რეპორტის მიღებიდან 6 თვის განმავლობაში შენი შეკვეთის გვერდიდან პარტნიორს დაამატებ და მხოლოდ სხვაობას გადაიხდი (345 ₾).